"საკმარისად ვიცხოვრეთ ლენინის მოედანზე"

2024-04-17 17:31:54
რუსთაველი მოსამართლე, მადონა მაისურაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლე და შვილები გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ყველაფერზე უნდა ვთქვათ არა, რაც ნიადაგს შეუქმნის ქართულის რუსულად ქცევას. საკმარისად ვიცხოვრეთ ლენინის მოედანზე და გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლების მოედანზე", - წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.