გარე განათების მოწესრიგება

2018-03-23 11:56:08

ქალაქში  მიმდინარეობს გარე განათების სისტემის მოწესრიგება. ცვლილებები განხორციელდება როგორც გეგმიური სამუშაოების მიხედვით, ასევე, ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ იწოდებული ინფორმაციის თანახმად.

რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი მოდებაძე, ამბობს: "გარე განათების ბოძების მოწესრიგება, თითქმის, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენ ცხელი ხაზიდან შემოსული ზარების მიხედვით ვანაწილებთ სამუშაოებს. განათების ბოძები შესაძლოა, რამდენიმე ტერიტორიაზე ერთდროულადაც შეიცვალოს."

აღსანიშნავია, რომ
საჭიროებიდან გამომდინარე გარე განათების ნათურები შეიცვლება ქალაქის სხვადსხვა ქუჩაზე.