საგზაო ინფრასტრუქტურა

2018-04-14 16:38:44

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად ორ ქუჩაზე მიმდინარეობს.

მაჩაბლის ქუჩაზე, კონკრეტულად კი #11 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის საფარის დასაგებად წინამოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიაზე უკვე მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი. ამ ეტაპზე  გზის სავალი ნაწილის მოხრეშვა ხდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება.

რაც შეეხება ოდიშარიას ქუჩას, აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები, უახლესი ტექნიკით ასფალტის საფარს აგებენ. პროექტის მიხედვით ოდიშარიაზე ქვეითებისთვის ფეხით სავალი ბილიკიც მოეწყობა.