სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანი დააკავეს

2024-03-28 19:08:08

ლისზე სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანი დააკავეს.

საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.