13 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

2024-04-24 18:04:30

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 13 წლის გოგოს შეეჯახა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მცირექლოვანი ჯერ ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, შემდეგ კი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

წყარო: ტვ 25