რუსთავში, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

2024-04-25 12:14:37

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან რუსთავში, თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

მათივე თქმით, აგრძელებენ უწყვეტ მონიტორინგს.