სასაფლაოს მოვლა-პატრონობის სერვისი რუსთავში

2024-04-28 18:37:53

რუსთავის მუნიციპალურ სასაფლაოზე არსებული საფლავების მოვლა-პატრონობის ღირებულება 15 ლარია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შპს "გემაში" განუცხადეს.

მათი თქმით, მნიშვნელობა არაა აქვს, სასაფლაო 1,2,3 თუ 4 ადგილიანია, მისი მოვლა პატრონობის საფასური ყველა შემთხვევაში თვეში 15 ლარია.

ფასში ძირითადად კვირაში ორჯერ საფლავის სარეველა ბალახებისგან განთავისუფლება შედის.