როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეს რუსთავში

2024-05-02 15:40:00

"გარემოს ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, დღეს, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება რუსთავს, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

3 მაისი +17 გრადუსი, 4 მაისი +18 გრადუსი, 5 მაისი +18 გრადუსი, 6 მაისი +19 გრადუსი.