რუსთავის მუნიციპალიტეტი 250 ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს

2024-05-02 16:43:06

რუსთავის მუნიციპალიტეტი 250 ცალ ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს.

კონტეინერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი ორას ცალ 1100 ლიტრიან მუქ ნაცრისფერ და ორმოცდაათ 120 ლიტრიან ლურჯი ფერის ნაგვის ურნას შეიძენ.

საერთო ჯამში 250 ცალი ნაგვის კონტეინერის შესაძენად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 150 000 ლარი გამოიყო.