ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2024-05-05 13:16:06

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა 4 წლის ბავშვი, ხოლო ხოლო ოთხი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.