ავარიას ქალი ემსხვერპლა, მისი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა

2024-05-06 23:03:21

გორში ავარიას ქალი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის დროს დაიღუპა ქალი და დაშავდა მისი არასრულწლოვანი შვილი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.