საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვა დაწესდა

2024-05-07 00:23:04

საავტომობილო გზების დეპარტემანტი გზებზე დაწესებულ შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს.

“თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,- ნათქვამია განცხადებაში.