ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2024-05-09 22:12:57

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე შევარდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოცია.