უჩა აბაშიძე დააკავეს

2024-05-09 23:30:49

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს.

სამართალდამცავებმა აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის განმავლოვაში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს.

უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებიან აქტივისტები.