ხარები vs არმაზი [video]

2018-02-03 19:39:21

რუსთავის სარაგბო სტადიონზე ქვემო ქართლოს დერბი გაიმართა. დიდი 10-ის მე-12 ტურში ერთმანეთს რუსთავის სარაგბო კლუბი "ხარები" მარნეულის "არმაზს" დაუპირისპირდა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. ანგარიში რუსთაველმა მორაგბეებმა გახსნეს, მაგრამ "არმაზმა" პირველი ტაიმის მოგება შესძლო (12:17). მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, იმ დროს როდესაც ანგარიში გათანაბრდა ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის მოგებას. რუსთაველების შეცდომების ხარჯზე მოწინააღმდეგე გუნდა იმარჯვა და ლელო დადო. შეხვედრის მიწურულს დაძაბულობა უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და მოთამაშეები ერთმანეთს უკვე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ თამაში "ხარების" და "არმაზის"  თითო მორაგბეს დაეტოვებინა. ამის შემდეგ შეხვედრა მალევე დასრულდა, ტაბლოზე კი საბოლოო ანგარიში 17:22 მარნეულის "არმაზის" სასარგებლოდ დაფიქსირდა. ნახეთ ვიდეო.