აზოტის საწარმო ამუშავდა.

2017-02-22 16:15:50

აზოტის საწარმო ამუშავდა. აღნიშნულის შესახებ „ინფო რუსთავს“ ქარხნის დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ განუცხადა. მისი თქმით, საწარმომ ფუნქციონირება რამდენიმე დღეა დაიწყო და სრულყოფილად ამუშავება კვირის ბოლომდე იგეგმება.

პროფკავშირების წარმომადგენელი გელა ბიჭიკაშვილი აცხადებს, რომ საწარმოს ამუშავების მიუხედავად, ქარხნიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებები არ შემდგარა. ამ დროისთვის უცნობია, დააბრუნებენ თუ არა სპეციალისტებსა და მუშებს სამსახურებში. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი აზოტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას მომავალ კვირაში გეგვას.