2026-04-23 22:35:28
რუსთავში სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლამდე ქალი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩასა თუ პარკში რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებებს მალავდა.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ ქალი დააკავა და იმ ადგილებიდან სადაც ქალი შეფუთულ კოლოფებს ტოვებდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.