ტრაპზონში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორმა პირმა სახლებში სახურავიდან თოკის საშუალებით შეაღწია, საიდანაც ელექტრონული მოწყობილობები და სამკაულები მოიპარეს.
ბრალდებულების სახლის ჩხრეკისას პრინტერი, 2 ტელევიზორი, ლეპტოპი, 2 თმის საშრობი, ელექტრო სასწორი, სამი წყვილი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი, დიდი რაოდენობით სამკაულები და ჭურჭელი ამოიღეს
ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს.
ავტორი: ირმა კურტანიძე