რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საქალაქო კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.
"ქართული ოცნების" რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გახდა.
საქალაქო ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის განცხადებით, პარტიაში მიმდინარე სამუშაოები გამჭვირავალე იქნება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის გენერალური მდივანმა და თბილისის მერიმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართეს. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე