თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს [PHOTO]

2018-01-31 11:16:04

ტრაპზონში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ორმა პირმა სახლებში სახურავიდან თოკის საშუალებით შეაღწია, საიდანაც ელექტრონული მოწყობილობები და სამკაულები მოიპარეს.

ბრალდებულების სახლის ჩხრეკისას პრინტერი, 2 ტელევიზორი, ლეპტოპი, 2 თმის საშრობი, ელექტრო სასწორი,  სამი წყვილი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი, დიდი რაოდენობით სამკაულები და ჭურჭელი ამოიღეს

ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე