კაცმა ხეზე ხელი მიიჭდა

2018-07-27 15:27:28

ბათუმელმა ვასიკო ტაკიძემ პროტესის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა.

მამაკაცი ბათუმის სანაპირო ზოლში დელტაპლანით ფრენის აკრძალვას აპროტესტებს, მას ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი აღნიშნული ბიზნესით 3 წელია დაკავებულია რის გამოც ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.

ვასიკო ტაკიძე მთავრობას დროულ რეაგირებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას სთხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ფოტო: იმედინიუსი