პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო

2024-05-01 20:39:02

83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭირვალოვჯს კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. 

მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.

პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ მისცა.