რუსთავის ცხელების ზონაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.
რაზმაძის ცნობით, ინფიცირებულებს შორის 2 მომღერალთა ჯგუფ "თუთარჩელას" კლასტერს განეკუთნება.
დანარჩენი 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა მის დასადგენად.