რუსთავში კორონავირუსით 3 ქალი გარდაიცვალა

2021-09-01 00:01:07

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის სამივე ქალია.

ინფიცირებული პაციენტებიდან 2 მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავში" გადიოდა. ისინი 70 წლამდე ასაკის იყვნენ.

1 პაციენტი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ინფიცირებული ქალი ასევე 70 წლამდე ასაკის იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები