სიახლე რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში

2024-05-01 12:31:33

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები 1 მაისიდან ახალი გრაფიკით იმუშავებს.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.

"მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში,ქალაქის მერიისა  და რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს გადწყვეტილებით, მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეიდან 1 მაისიდან N 1,2,3,4,7 ავტობუსები ახალი განრიგით, ღამის 00:00 საათამდე იმუშავებენ.

გთავაზობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დაწყება დასრულების განრიგს:

N 1   ავტობუსი 6:35  საათი - 00:00 საათი
N 2  ავტობუსი 6:22   საათი - 0:08 საათი
N 3  ავტობუსი 6:15   საათი - 0:19 საათი
N 4  ავტობუსი 6:32  საათი - 0:10 საათი
N 5  ავტობუსი 6:35  საათი - 21:19 საათი
N 6  ავტობუსი 6:45  საათი - 21:29 საათი
N 7  ავტობუსი 6:41   საათი - 0:14  საათი
",- ნათქვამია განცხადებაში.