რუსთავში 10 000-მდე აბონენტს დენი გაეთიშება

2024-05-02 13:49:20

რუსთავში 10 000-მდე აბონენტს დენი გაეთიშება.

როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დაგეგმილი სამუშაოების გამო 3 მაისს 02:00-დან 06:00-მდე დენი არ ექნებათ შემდეგ მისამართებზე: მე-17, მე-16, მე-12, მე-11, სტამბულის ბაზრის მ/ტ, მე-11 მ/რ სამშობიარო, სტამბულის ბაზარი, ლეონიძის, აღმაშენებლის გამ, მე-18, მოდებაძის, მე-7, მე-19, სანაპიროს, ნაკვეთი, მესხიშვილის, ერისთავის, მე-11 მ/რ საერთო საცხოვრებელი, 21-ე, მე-19, მე-18.

01:00-დან 01:40-მდე ელ. ენერგია არ ექნებათ: 21-ე, შარტავას, მე-20, ლეონიძის, ჩერკასკის, ქუთაისის ქ, ლესელიძის, ტაშკენტის, სპორტის.