ნინო ლაცაბიძის ხმები და შედეგი

2020-11-22 18:02:25

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მე-12 სამაჟორიტარო ოლქში, რომელშიც რუსთავი და გარდაბნის 10 თემი შედის, არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოიპოვა.

ნინო ლაცაბიძემ მე-2 ტურში პირველისგან განსხვავებით 131 ხმით ნაკლები დააგროვა.

ქართული ოცნების კანდიდატმა პირველ ტურში 35428 ხმის მოპოვება შეძლო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა 47,31%-იყო. მე-2 ტურში კი 35297 ხმის დაგროვება მოახერხა, რითაც მისულ ამომრჩეველთა 89,79%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მე-12 სამაჟორიტარო ოქლში სულ 141 453 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა 75 000-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო 21 ნოემბერს ჩატარებულ მეორე ტურში - 39 309.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები