რუსთავში გადასასვლელები იხაზება

2018-04-27 11:26:24

თოდრიას ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები აწარმოებენ.
"თოდრიას ქუჩაზე დაგეგმილია რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელის დახაზვა, მას შემდეგ რაც დასრულდდება პროცესი, ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება " -განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ

როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი ქუჩიშვილისა და თოდრიას ქუჩების კვეთაზე უსაფრთხოების საგზაო ნიშანი "ციმციმა" დამონტაჟდება, რომელიც მძღოლს სიჩქარის შეზღუდვისკენ მოუწოდებს და  მიანიშნებს, რომ უახლოვდება ფეხით გადამსვლელთა ადგილს.